მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მატჩები, შესაძლოა, ყატარის მიღმა ჩატარდეს
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მატჩები, შესაძლოა, ყატარის მიღმა ჩატარდეს

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ისევ ფიქრობს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატში 48 გუნდის მონაწილეობაზე.

შვეიცარიელმა ჩინოვნიკიყატარში გასამართი ჩემპიონატის რამდენიმე მატჩის მეზობელ ქვეყნებში ჩატარებას არ გამორიცხავს. მისი სიტყვებით, ფიფა ამ ნაბიჯზე იმ შემთხვევაში წავა, თუ ტურნირის მონაწილეთა რიცხვი 36-დან 48 გუნდამდე გაიზრდება.

„ყატარში რვა სტადიონია, ქვეყანა ემზადება 32-გუნდიანი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის. 48-გუნდიანი ტურნირის ორგანიზება რვა სტადიონზე რთული იქნება. ამიტომაც, მოგვიწევს იმაზე ფიქრი, რომ რამდენიმე მატჩი ყატარის ფარგლებს გარეთ ჩავატაროთ. ეს, რა თქმა უნდა, დამატებით სირთულეებს წარმოქმნის, რომელიც უნდა მოვაგვაროთ“, – აცხადებს ინფანტინო The Guardian-თან ინტერვიუში.

დატოვე კომენტარი