მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის კალენდარში ცვლილება შეიტანეს - გახსნის მატჩში ნიდერლანდები და სენეგალი ითამაშებენ #1TVSPORT
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის კალენდარში ცვლილება შეიტანეს - გახსნის მატჩში ნიდერლანდები და სენეგალი ითამაშებენ #1TVSPORT

ფიფა-მ გამოაქვეყნა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის სრული კალენდარი. მატჩების განრიგი შეიცვალა – გახსნის მატჩში ერთმანეთს სენეგალისა და ნიდერლანდების ნაკრებები შეხვდებიან.

ეს მატჩი 21 ნოემბერს თბილისის დროით 14 საათზე დაიწყება. კალენდარში ეს შეხვედრა მეორე ნომრადაა მითითებული. პირველი კი არის თამაში ყატარსა და ეკვადორს შორის. ტრადიციის თანახმად, ჩემპიონატი მასპინძელ ყატარს უნდა გაეხსნა, მაგრამ მისი შეხვედრა ეკვადორთან თბილისის დროით 20 საათისთვის გადაიტანეს.