მსოფლიოს 20 უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ლიდერებმა საერთაშორისო შეთანხმება დაამტკიცეს
მსოფლიოს 20 უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ლიდერებმა საერთაშორისო შეთანხმება დაამტკიცეს

მსოფლიოს 20 უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ლიდერებმა საერთაშორისო შეთანხმება დაამტკიცეს, რომლის მიხედვით მსხვილი ბიზნესის მოგება მინიმუმ 15%-ით დაიბეგრება. ამრიგად, G20-ის ქვეყნებს სურთ უზრუნველყონ, რომ ტრანსნაციონალურმა კომპანიებმა გადაიხადონ მეტი გადასახადები და არ გაექცნენ მათ ოფშორებში გადასვლით.

მინიმალური 15%-იანი გადასახადის თაობაზე ყველა ის ლიდერი შეთანხმდა, რომლებიც რომში „დიდი ოცეულის“ სამიტში მონაწილეობდნენ. ეს საგადასახადო ინოვაცია, რომელიც თავდაპირველად აშშ-ის მიერ იქნა შეთავაზებული, სავარაუდოდ 2023 წლისთვის შევა ძალაში.

აშშ-ის ხაზინის მდივნის ჯანეტ იელენის განცხადებით, შეთანხმება ისტორიული იქნება გლობალური ეკონომიკისთვის. მისი პოზიციით, შეთანხმების შედეგად ისარგებლებს ამერიკული ბიზნესი და ზოგადად რიგითი მუშაკები, თუმცა ამერიკულ მეგაკომპანიებს მეტი გადასახადის გადახდა მოუწევთ.