მსოფლიოს 160-მდე ქვეყანაში დღეს კლიმატის დაცვის საკითხზე აქციები გაიმართება
მსოფლიოს 160-მდე ქვეყანაში დღეს კლიმატის დაცვის საკითხზე აქციები გაიმართება

მსოფლიოს თითქმის 160 ქვეყანაში დღეს კლიმატის დაცვის საკითხზე საპროტესტო აქციები გაიმართება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ყველაზე მასშტაბური აქცია ნიუ იორკში იგეგმება. ნიუ იორკის 1700 სკოლის მოსწავლეებმა უფლება მიიღეს, სასწავლო პროცესი გააცდინონ იმ შემთხვევაში, თუ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის სურვილი ექნებათ.

აქციის მონაწილეებს, შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგიც შეუერთდება, რომელიც მოძრაობა „პარასკევი მომავლისთვის“ ინიციატორია.

გერმანიაში დღეს 500-ზე მეტი აქციაა დაგეგმილი. გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის მთავრობა სწორედ დღეს აპირებს კლიმატის  დაცვასთან დაკავშირებით ზომების მიღებას.

პირველი ასეთი ფართომასშტაბიანი გაფიცვა მთელი მსოფლიოს მაშტაბით 2019 წელს ჩატარდა. მაშინ გერმანიის ქალაქებში აქციას 300 ათასი ადამიანი შეუერთდა.

მოძრაობა „პარასკევი მომავლისთვის“ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო. გრეტა ტუნბერგი ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და გაერო-ში სიტყვით გამოსასვალელად ემზადება.