მსოფლიო ვარსკვლავები ფლოიდ მეივეზერისა და კონორ მაკგრეგორის ორთაბრძოლაზე
მსოფლიო ვარსკვლავები ფლოიდ მეივეზერისა და კონორ მაკგრეგორის ორთაბრძოლაზე

ლას ვეგასში, T Mobile არენაზე UFC-ის მებრძოლი კონორ მაკგრეგორი მოკრივე ფლოიდ მეივეზერთან დამარცხდა. ორთაბრძოლას მსოფლიო ვარსკვლავები დაესწრნენ, რომელთა ფოტოებიც ინტერნეტში გავრცელდა. 

ამერიკელი ფლოიდ მეივეზერისა და ირლანდიერი კონორ მაკგრეგორის ორთაბრძოლას დაესწრნენ როგორც მსახიობები, მუსიკოსები, ასევე სპორტსმენები და ბიზნესმენები. კერძოდ, შარლიზ თერონი, მაიკლ ბენჯამინ ბეი, ლეონარდო დიკაპრიო, სტივ ჰარვი, ლებრონ ჯეიმსი, ბრიუს უილისი, ოზი ოსბორნი და სხვები.

T Mobile არენაზე ფლოიდ მეივეზერისა და კონორ მაკგრეგორის ბრძოლა ნახევრადსაშუალო წონაში პროფესიული კრივის წესებით გაიმართა. მეივეზერსა და მაკგრეგორს შორის ბრძოლა მე-10 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დასრულდა. მეივეზერისთვის ეს რიგით 50-ე ბრძოლა იყო და მას აქედან ყველა ბრძოლა მოგებული აქვს.

გამარჯვებული მეივეზერი სპეციალური ქამრით დააჯილდოეს, რომელიც კილოგრამნახევარ ოქროსა და სხვა ძვირფასეულობას შეიცავს. კერძოდ, 3360 ბრილიანტს, 600 საფირსა და 160 მარგალიტს. ქამრის დასამზადებლად ნიანგის ტყავი გამოიყენეს.