მსოფლიო თასზე შერეულმა წყვილებმა პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში იასპარეზეს
პეკინში მიმდინარე მსოფლიო თასზე, პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში, შერეულ წყვილთა შეჯიბრი გაიმართა. ასპარეზობაში ორი ქართული წყვილი გამოვიდა. ფინალში მოხვედრა ვერც ერთმა შეძლო. უკეთესი შედეგი დედა-შვილის, ნინო სალუქვაძისა და ცოტნე მაჭავარიანის დუეტს ჰქონდა. მათ ჯამში 479 ქულა დააგროვეს და მე-14 ადგილი დაიკავეს.
ნინო სალუქვაძე: 99, 98, 49 – 246
ცოტნე მაჭავარიანი: 94, 91, 48 – 233
მეორე წყვილში ლიზი კილაძე და ლევან ქადაგიძე ისროდნენ. მათ შეჯიბრი 472 ქულით დაასრულეს და 52 წყვილს შორის 35-ე ადგილზე გავიდნენ.
ლიზი კილაძე: 94, 93, 48 – 235
ლევან ქადაგიძე: 93, 95, 49 – 237
ფინალის 5 საგზური რუსებმა, სამხრეთ კორეელებმა, თურქებმა, გერმანელებმა და ინდოელებმა გაინაწილეს.
ქართველი ტყვიის მსროლელები ტურნირის ბოლო დღეს, 27აპრილს, კიდევ ერთხელ იასპარეზებენ. ვაჟები პნევმატური იარაღიდან სროლაში, ქალები კი სპორტული პისტოლეტიდან სროლაში.