ბერლინში, კვირას – ავსტრალიისა და უნგრეთის მატჩით დასრულდება, მსოფლიო თასის გათამაშება წყალბურთში. ნახევარფინალებში ავსტრალიამ პენალტების სერიაში დაამარცხა მასპინძელთა გუნდი, ძირითადი დრო ფრედ 8:8 დასრულდა. უნგრეთმა კი ბოლო ორი გათამაშების გამარჯვებულ სერბეთს უკანასკნელი 5 წლის მანძილზე პირველად მოუგო 12:11. უნგრეთი მსოფლიო თასის პირველი მფლობელია, მათ ტიტული 1979, 1995 და 1998 წლებში მოიგეს. ავსტრალია ფინალში პირველად ითამაშებს, საუკეთესო შედეგი კი 1993 წელს ჰქონდათ, როდესაც მესამე ადგილზე გავიდნენ.