მსოფლიო საპატრიარქო კიევში თავის წარმომადგენლებს გზავნის
მსოფლიო საპატრიარქო კიევში თავის წარმომადგენლებს გზავნის

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების მომზადების ფარგლებში, მსოფლიო საპატრიარქო კიევში თავის წარმომადგენლებს გზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის სამდივნო ავრცელებს.

განცხადების თანახმად, კიევში მსოფლიო საპატრიარქოს ეგზარქატები იქნებიან პამფილონის ეპისკოპოსი დანიელი აშშ-დან და ედმონტონის ეპისკოპოსი ილარიონი კანადიდან.

შეგახსენებთ, კიევის საპატრიარქოს პრესმდივანმა 31 აგვისტოს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება გადაწყვიტა.