მსოფლიო საფონდო ბირჟებზე ინდექსები დაეცა
მსოფლიო საფონდო ბირჟებზე ინდექსები დაეცა

მსოფლიო საფონდო ბირჟებზე ინდექსები დაეცა. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს. ნავთობის მკვეთრი გაუფასურების შემდეგ, გერმანული ინდექსი DAX ვაჭრობის დასაწყისშივე 7,4 პროცენტით დაეცა.

ამასთან დაეცა, იმ 30 კონცერნის აქციების ფასი, რომელსაც DAX აერთიანებს. კერძოდ, „დოიჩე ბანკისა“ და „ადიდასის“ აქციების ფასი 12 პროცენტით შემცირდა.

8,8 პროცენტით დაეცა დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი ინდექსიც – FTSE.

არასახარბიელო მდგომაროებაა საფრანგეთშიც, სადაც პარიზის საფონდო ბირჟის ინდექსი – CAC-40 6.4 პროცენტით დაეცა. აღნიშნული ინდექსი 40 მსხვილი ფრანგული კონცერნის აქციებს აერთიანებს.

დღესვე, მნიშვნელოვანი შემცირება ფიქსირდება აზიურ ბირჟებზეც. იაპონიის ბირჟის ინდექსი Nikkei დღის ბოლოს 5.07 პროცენტით, ხოლო შანხაის საფონდო ბირჟის ინდექსი – 3,01 პროცენტით დაეცა.

ამასთან, 9 მარტს ნავთობი მკვეთრად გაუფასურდა. ერთი ბარელი „ბრენტის“ ტიპის ნავთობის ფასმა 32,83 დოლარი შეადგინა, ხოლო ამერიკული WTI-ის ფასმა – 28,84 დოლარი.