მსოფლიო რაგბის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც საქართველოში საბავშვო რაგბის განვითარების მასშტაბურ პროექტს ითვალისწინებს #1TVSPORT
მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ბილ ბომონტი, აღმასრულებელი დირექტორი ალან გილპინი და საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი დევიდ კერიგი თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან.
დელეგაცია დღეს დიდ დიღომში „ლელოს“ სარაგბო ბაზას ესტუმრა, სადაც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის, ასევე განათლების და მეცნიერების მინისტრებმა, ფონდი „ქართუსა“ და საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც მასშტაბური პროგრამის „ჩაერთე რაგბიში“ განხორციელებას ითვალისწინებს.
პროექტი მიზანია 11 რეგიონის 150-ზე მეტ სკოლაში საბავშვო რაგბის განვითარება. დღესვე დელეგაცია პრემიერ-მინისტრს, ხოლო მოგვიანებით კი საქართველოს რაგბის კავშირის ადმინისტრაციას ქართული რაგბის სტრატეგიასა და განვითარების ხელშეწყობაზე სასაუბროდ შეხვდება.
მსოფლიო რაგბის უმაღლესი დონის ვიზიტი საქართველოში 28 სექტემბერს დასრულდება.