„მსოფლიო რაგბიმ“ 2018 წლის საუკეთესოები მონაკოში გამართულ ღონისძიებაზე გამოავლინა
MONACO - NOVEMBER 25: Johnny Sexton of Ireland poses with the World Rugby Men?s 15s Player of the Year award in association with Mastercard during the World Rugby Awards 2018 at the Monte-Carlo Sporting Club on November 25, 2018 in Monte-Carlo, Monaco. (Photo by Eamonn McCormack - World Rugby/World Rugby via Getty Images)
„მსოფლიო რაგბიმ“ წლის საუკეთესოები საფრანგეთის ქალაქ მონაკოში გამოავლინა.
საუკეთესო გუნდად ირლანდიის ნაკრები დასახელდა. „სამყურებმა“ „6 ერის“ გათამაშება დიდი სლემით მოიგეს, წლის განმავლობაში გამართული 12 შეხვედრიდან კი მხოლოდ ერთი დათმეს. წლის საუკეთესო მწვრთნელი ირლანდიელთა ახალ ზელანდიელი დამრიგებელი, ჯო შმიდტი გახდა.
„მსოფლიო რაგბიმ“ წლის საუკეთესო მოთამაშედ ირლანდიელი ჯონი სექსტონი დაასახელა. სექსტონმა წლის განმავლობაში ირლანდიის ნაკრების შემადგენლობაში 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 99 ქულა დააგროვა. სანაკრებო წარმატების გარდა, ირლანდიელმა მგეზავმა ტიტული საკლუბო დონეზეც მოიგო – „პრო 14“-ის 2017-18 წლების სეზონი მისი კლუბის, „ლენსტერის“ ტრიუმფით დასრულდა.
წლის საუკეთესო ლელოს ავტორად ბროდი რეტალიკი მიიჩნიეს. ახალზელანდიელმა მეორეხაზელმა წლის საუკეთესო ლელო „რაგბი ჩემფიონშიფის“ პირველ ტურში, ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ დადო.