"მსოფლიო რაგბი" რაგბის წესებს ამარტივებს
"მსოფლიო რაგბი" რაგბის წესებს ამარტივებს

“მსოფლიო რაგბმა” დაასრულა მუშაობა რაგბის ახალ, გამარტივებულ წესების წიგნზე, რომელიც საერთაშორისო დონეზე ძალაში 2018 წლის პირველი იანვრიდან შევა.

“მსოფლიო რაგბის” საბჭომ გადაწყვიტა, რომ ახალი წესები ფართო მასებისათვის უფრო მარტივი და ადვილი გასაგები ყოფილიყო.

განახლებულ წესებზე ორი წლის მანძილზე ექსპერტების სპეციალურად დანიშნული ჯგუფი მუშაობდა. მათ აქტიური კომუნიკაცია ჰქონდათ მსოფლიო რაგბის 120 წევრ ქვეყანასთან და ექვსივე რეგიონალურ ასოციაციასთან. რვა პიროვნებისგან შემდგარ ჯგუფში იურისტები, მსაჯები, მწვრთნელები და სპორტული მეცნიერები იყვნენ ჩართულნი. შედეგად წიგნი უფრო ლოგიკური და ნათელია წესების განმარტებისას და 42%-ით უფრო მოკლეა ვიდრე ახლანდელი.

“მსოფლიო რაგბის” ხელმძღვანელმა ბილ ბომონტმა განაცხადა, რომ რაგბი სწრაფად იზრდება და წესები არ უნდა იყოს გაუგებარი სპორტში ახლად ჩართული პირებისათვის.

წესების წიგნის ახალი ვერსია ხელმისაწვდომი 2018 წლის პირველი იანვრიდან, “მსოფლიო რაგბის” ვებ გვერდზე იქნება.