„მსოფლიო რაგბი“ - ქართველების შერკინება სხვა დონეზეა [ვიდეო] #1TVSPORT
„მსოფლიო რაგბი“ - ქართველების შერკინება სხვა დონეზეა [ვიდეო] #1TVSPORT

„მსოფლიო რაგბიმ“ „ბორჯღალოსნების“ შერკინებას ვიდეო მიუძღვნა, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ვიდეოში ნახავთ ქართველების გამორჩეულ მომენტებს მსოფლიო ჩემპიონატებიდან.

„ქართველების შერკინება სხვა დონეზეა“, – წერს „მსოფლიო რაგბი“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს სამხრეთ აფრიკასთან შეხვედრის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონებთან კიდევ ერთი ტესტ-მატჩი უნდა ჩაეტარებინათ, შემდეგ კი საქართველოში შოტლანდიას უნდა დაპირისპირებოდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, კორონავირუსის გამო  ორივე თამაში გაუქმდა.

„ქურციკებთან“ მატჩამდე კი ლევან მაისაშვილის გუნდი „რაგბი ევროპის ჩემპიონატზე“ დასკვნით შეხვედრაში, თელავში ნიდერლანდებს დაუპირისპირდა, 48:15 დაამარცხა და 5-დან 5 მოგებით ტურნირის გამარჯვებული გახდა.