მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ინფორმაციით, წყნარი ოკეანის კუნძულებზე წყლის დონემ საგრძნობლად მოიმატა
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ინფორმაციით, წყნარი ოკეანის კუნძულებზე წყლის დონემ საგრძნობლად მოიმატა.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ზღვის დონე საშუალოზე სწრაფად იზრდება, რაც საფრთხეს უქმნის დაბალ დონეზე მყოფ კუნძულებს, ხოლო მაღალი ტემპერატურა ზღვის ეკოსისტემებს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს.
„წყლის დონის ამ ტემპით მატება იმას ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში, შესაძლოა, ისეთი კუნძულები, როგორიცაა სოლომონის კუნძულები და ტუვალუ, დაიტბოროს. განადგურდება სასოფლო სამეურნეო მიწები“, – აღნიშნულია ორგანიზაციის დასკვნაში.
დასკვნაში ნათქვამია, რომ ზღვის მაღალი ტემპერატურა, უკვე ექვს თვეზე მეტია, ფიქსირდება ავსტრალიის ჩრდილო-აღამოსავლეთით და პაპუა ახალი გვინეის სამხრეთით საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე, რამაც საგრძნობლად დააზარალა ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი.