მსოფლიო მასშტაბით მილიონობით ადამიანი დღეს კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ აქციას მართავს [ფოტო]
მსოფლიო მასშტაბით მილიონობით ადამიანი დღეს კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ აქციას მართავს [ფოტო]

დღეს მთელი მსოფლიო მასშტაბით მილიონობით ადამიანი კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ აქციას მართავს. ისინი მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებენ, კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ზომები მიიღონ.

ორგანიზატორების თქმით, ავსტრალიაში 300 000 ათასი ადამიანი გამოვიდა.

მოძრაობა „პარასკევი მომავლისთვის” ინიციატორი, 16 წლის შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი აქციას ნიუ იორკში დაესწრება, სადაც მილიონზე მეტ მოსწავლეს უფლება მისცეს, დღეს სკოლაში არ მივიდნენ და  აქციას დაესწრონ.