მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსს 3 646 ადამიანი ემსხვერპლა, 60 637 კი განიკურნა
მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსს 3 646 ადამიანი ემსხვერპლა, 60 637 კი განიკურნა

მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუს, „კოვიდ 19“-ს 3 646 ადამიანი ემსხვერპლა, 60 637 კი ვირუსისგან განიკურნა.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში, ამ დროისთვის, ახალი ტიპის კორონავირუსით, 107 353 ადამიანია დაინფიცირებული.

ჩინეთის კონტინენტურ ნაწილში ვირუსი 80 000-ზე მეტ ადამიანს აქვს დადასტურებული.

აღსანიშნავია, რომ იანვრის შემდეგ, ჩინეთში ვირუსით დაინფიცირების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აღინიშნა.

ჩინეთის შემდეგ, ვირუსით დაინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში.

იტალიის ლომბარდიის რეგიონში და 14 პროვინციაში, 16 მილიონი ადამიანი კარანტინში აპრილამდე დარჩება.

იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ლომბარდიის რეგიონში შესვლა და რეგიონიდან გასვლა შეუძლებელი იქნება.

კორონავირუსითაა დაინფიცირებული იტალიის პიედმონტის რეგიონის ხელმძღვანელი და „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი.

ვირუსის პრევენციის მიზნით, ისტორიაში პირველად, რომის პაპმა მრევლს ვიდეოჩანაწერის საშუალებით მიმართა.

ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევები გამოვლინდა ბანგლადეშში, კოსტა რიკაში, მოლდოვაში და პარაგვაიში.