მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსს 3 594 ადამიანი ემსხვერპლა, 59 963 კი განიკურნა
მსოფლიო მასშტაბით ახალი ტიპის კორონავირუსს, „კოვიდ 19“-ს 3 594 ადამიანი ემსხვერპლა, 59 963 კი ვირუსისგან განიკურნა.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში, ამ დროისთვის ახალი ტიპის კორონავირუსით 106 165 ადამიანია ინფიცირებული. ჩინეთის კონტინენტურ ნაწილში ვირუსი 80 000-ზე მეტ ადამიანს აქვს დადასტურებული.
ჩინეთის შემდეგ, ვირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია სამხრეთ კორეაში, იტალიასა და ირანში.
ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევები გამოვლინდა მოლდოვასა და პარაგვაიში. მოლდოვის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვირუსით 48 წლის ქალია ინფიცირებული, რომელიც მოლდოვაში იტალიიდან ჩავიდა.