მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 390 ათასს გადააჭარბა
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 390 ათასს გადააჭარბა

მსოფლიო მასშტაბით, „კოვიდ-19“-ის მსხვერპლთა რიცხვმა 390 ათასს გადააჭარბა. ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემთა ბაზის თანახმად, „კოვიდ-19“-ს დღემდე მსოფლიოში 391 249 ადამიანი ემსხვერპლა.

ყველაზე დიდი მსხვერპლი აშშ-ში, ბრიტანეთსა და ბრაზილიაშია. ეპიდემიის დაწყების შემდეგ ახალი ტიპის კორონავირუსთი ინფიცირება 6 639 092 ადამიანს დაუდასტურდა.

ინფიცირების მაჩვენებლით პირველ ადგილზე აშშ-ია, სადაც „კოვიდ-19“ 1 872 660 ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირების 614 941 შემთხვევა გამოვლინდა ბრაზილიაში. იზრდება გამოჯანმრთელებულების რიცხვი.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, მსოფლიოს 190-მდე ქვეყანასა და რეგიონში „კოვიდ-19“ უკვე 2 872 731-მა ადამიანმა დაამარცხა.