მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსისგან 62 000 ადამიანი განიკურნა, 3 825 კი გარდაიცვალა
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსისგან 62 000 ადამიანი განიკურნა, 3 825 კი გარდაიცვალა

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუს, „კოვიდ 19“-სგან 62 000 ადამიანი განიკურნა, 3 825 კი დაიღუპა.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოს 110-მდე ქვეყანაში 110 041 ადამიანია დაინფიცირებული.

3 000-ზე მეტი ადამიანი კორონავირუსისგან ჩინეთის კონტინენტურ ნაწილში დაიღუპა, 366 იტალიაში, 194 კი – ირანში.

ჩინეთში ვირუსით 80 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული.

ამასთან, 7 000-ზე მეტი ადამიანი არის ინფიცირებული სამხრეთ კორეასა და იტალიაში.

„ბიბისი“ წერს, რომ კორონავირუსით დაინფიცირების მკვეთრი ვარდნის გამო, ჩინეთის ქალაქ უხანში, 11 დროებითი ჰოსპიტალი დაიხურება, სადაც მსუბუქი სიმპტომების პაციენტებს მკურნალობდნენ.