მსოფლიო ლიდერებმა კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით რვა მილიარდი დოლარი შეაგროვეს
მსოფლიო ლიდერებმა კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით რვა მილიარდი დოლარი შეაგროვეს

მსოფლიო ლიდერებმა და ორგანიზაციებმა დღეს გამართული ვიდეოკონფერენეციის დროს „კოვიდ-19“-ის ვაქცინის შემუშავებისა და მკურნალობისთვის მთლიანობაში რვა მილიარდი დოლარის ოდენობის თანხა გამოყვეს. ქვეყნებს შორის არ ყოფილა ამერიკის შეერთებული შტატები.

შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ ევროკავშირი, ბრიტანეთი, ნორვეგია და საუდის არაბეთი. ვირტუალურ კონფერენციას შეუერთდნენ იაპონია, კანადა, სამხრეთ აფრიკა და ჩინეთიც, თუმცა, შეხვედრას მხოლოდ ევროკავშირში ქვეყნის ელჩი ესწრებოდა.

ქვეყნების მიზანია, შეაგროვონ საკმარისი თანხა, რათა ერთობლივი ძალისხმევით მოახერხონ ეფექტიანი ვაქცინის შემუშავება, მისი სამართლიანად დისტრიბუცია ყველა ქვეყანაში და ასევე, სამკურნალო პროცედურების უზრუნველყოფა. მსგავსი შეხვედრები მომავალშიც არის დაგეგმილი.

„სულ რამდენიმე საათში ჩვენ მოვახერხეთ და ერთად 7.4 მილიარდი ევრო შევაგროვეთ „კოვიდ-19“-ის ვაქცინებისთვის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის“, – განაცხადა ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მისი თქმით, ეს შეხვედრა უპრეცენდენტო გლობალური თანამშრომლობის დასაწყისია.

ონლაინშეხვედრაზე არ იმყოფებოდა აშშ-ის არც ერთი წარმომადგენელი. რატომ არ იყო წარმოდგენილი აშშ შეხვედრაზე, ჯერ უცნობია.