მსოფლიო ლიდერები ბორის ჯონსონს გამოჯანმრთელებას უსურვებენ
მსოფლიო ლიდერები ბორის ჯონსონს გამოჯანმრთელებას უსურვებენ

მსოფლიო ლიდერები ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებენ. მათ შორის არის გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. განცხადებები გააკეთეს ასევე იტალიის, კანადის, იაპონიის, ავსტრალიისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრებმა.

ბორის ჯონსონსა და მის ოჯახს მხარდაჭერას უცხადებენ მისი წინამორბედები – დევიდ კემერონი და ტერეზა მეი, ისევე, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი ბრექსიტის საკითხებში – მიშელ ბარნიე, რომელიც თავადაც ვირუსით არის ინფიცირებული. ბორის ჯონსონს ვირუსის დამარცხება უსურვა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმაც.

ბორის ჯონსონს ვირუსის მალე დამარცხება უსურვეს პოლიტიკურმა მეტოქეებმაც. მათ შორის შოტლანდიის პირველმა მინისტრმა, ნიკოლა სტერჯეონმა. ლეიბორისტული პარტიის ყოფილმა და მოქმედმა ლიდერებმა – ჯერემი კორბინმა და კირ სტარმერმა. ასევე ლონდონის მერმა სადიქ ხანმა.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია გადაყვანილი. ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პრემიერ-მინისტრი საავადმყოფოში სიმპტომების გაუარესების შემდეგ, კვირას გადაიყვანეს.

დატოვე კომენტარი