მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია - კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ვირუსის გავრცელება საერთაშორისო დონის საფრთხეს წარმოადგენს
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია - კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ვირუსის გავრცელება საერთაშორისო დონის საფრთხეს წარმოადგენს

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას გავრცელება საერთაშორისო დონის საფრთხეს გამოაცხადა. ამ ნაბიჯით საერთაშორისო ორგანიზაციები ცდილობენ, მსხვილი დონორი ქვეყნების ყურადღება მიიპყრონ, რათა მათ ებოლასთან საბრძოლველად მეტი დაფინანსება გამოყონ.

ამასთან, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მაღალი რისკის მიუხედავად, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვრების ჩაკეტვა აუცილებელი არ არის.

ებოლას ვირუსს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1600 ადამიანი ემსხვერპლა. სულ ვირუსის დიაგნოზი 2500 ადამიანს დაუსვეს.