„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველომ მსოფლიო ლიდერთა ათეულში მერვე პოზიცია დაიკავა
„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველომ მსოფლიო ლიდერთა ათეულში მერვე პოზიცია დაიკავა

2020 წელს „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველო კვლავ დაწინაურდა და მსოფლიო ლიდერთა ათეულში მერვე პოზიცია დაიკავა.

Fraser institute-ის 2020 წლის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველოს ქულა და პოზიცია გაუმჯობესდა და 8.18 ქულით ლიდერი ქვეყნების ათეულში მერვე პოზიციას იკავებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, საქართველო 2019 წლის ანგარიშში მეცხრე ადგილს იკავებდა.

რეიტინგი „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლება“ ქვეყნებს ხუთი ძირითადი მიმართულებით აფასებს.

„რეიტინგში პოზიციის გაუმჯობესება განპირობებულია რიგი ფაქტორებით, როგორიცაა ქვეყნის მშპ-ის ზრდის დადებითი ტემპი ბოლო წლების განმავლობაში, მთავრობის მოხმარების წილის შემცირება მთლიან მოხმარებაში, ტრანსფერების და სუბსიდიების სწორი და მიზანმიმართული სახელმწიფო პოლიტიკა, ხელსაყრელი ბიზნესგარემოს ფორმირება და სხვ.

საქართველომ გაიუმჯობესა მდგომარეობა ისეთ კრიტერიუმებში, როგორიცაა „სამართლებრივი სისტემისა და საკუთრების უფლებების დაცვა“ და და მყარი ვალუტა. საქართველოს უმაღლესი, ათქულიანი შეფასება აქვს ისეთი მიმართულებით, როგორიცაა: ზღვრული საგადასახადო განაკვეთი, მარეგულირებელი შეზღუდვები უძრავი ქონების რეალიზაციაზე, უცხოურ ვალუტაში საბანკო ანგარიშის ფლობის თავისუფლება, შავ ბაზარზე გაცვლითი კურსების არარსებობა, ფინანსური გახსნილობა, კომერციული ბანკების არსებობა და სესხების საპროცენტო განაკვეთებზე კონტროლი“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი