მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით, ორგანიზებული დანაშაულის ინდექსით საქართველო 2017 წელს 38-ე ადგილზეა, 2016 წელს კი 26-ე ადგილს იკავებდა  
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით, ორგანიზებული დანაშაულის ინდექსით საქართველო 2017 წელს 38-ე ადგილზეა, 2016 წელს კი 26-ე ადგილს იკავებდა  

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშში, საქართველო ორგანიზებული დანაშაულის ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში 38-ე ადგილს იკავებს.

2016 წელთან შედარებით ამ მაჩვენებლის მიხედვით, საქართველოს მდგომარეობა 12 საფეხურით არის გაუარესებული.

2016 წელს ორგანიზებული დანაშაულის ინდექსის მიხედვით, საქართველო 26-ე ადგილს იკავებდა, 2015 წლის ამავე ანგარიშში ქვეყანა მე-17 საფეხურზე იყო.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშების თანახმად, 2012 წელთან შედარებით, 2017 წელს საქართველოში ორგანიზებული დანაშაულის ინდექსის მაჩვენებელი 37 პოზიციით გაუმჯობესდა და ქვეყანამ 75-დან 38-ე ადგილზე გადაინაცვლა. 

გარდა ამისა, დანაშაულისა და ძალადობის გამო, ბიზნესისთვის მიყენებული ფინანსური ზარალის ინდექსის მიხედვით, 2017 წელს საქართველო 30-ე ადგილს იკავებს მაშინ, როდესაც 2016 წელს 23-ე ადგილზე იყო, 2015 წელს – მე-18-ზე.

2012 წელს კი აღნიშნული ინდექსის მიხედვით, საქართველო 56-ე პოზიციაზე იყო. მოცემულ ანგარიშში, პოლიციისადმი ნდობის ხარისხის ინდიკატორის მიხედვით, საქართველო 42-ე პოზიციას იკავებს და რეგიონში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. ამ მაჩვენებლით, 2016 წელს საქართველო მე-40 პოზიციაზე იყო, 2015 წელს კი – 28-ზე.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017-2018 წლის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის“ (The Global Competitiveness Index) მიხედვით, საქართველო მსოფლიო მასშტაბით, 137 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზეა.