მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქემ, სლოვენიის ეროვნულმა გუნდმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქემ, სლოვენიის ეროვნულმა გუნდმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

სლოვენიის კალათბურთის ფედერაციის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრ სეკულიჩმა მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატის წინ გუნდის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

სეკულიჩის სიაში 20 კალათბურთელია და როგორც უკვე ცნობილი იყო, მასში არ არიან გამოცდილი გამთამაშებელი გორან დრაგიჩი და ნაკრების კაპიტანი ედო მურიჩი. დრაგიჩმა სანაკრებო კარიერა ოფიციალურად დაასრულა, ხოლო მურიჩმა სლოვენიის ჩემპიონატის პლეი ოფში ტრავმა მიიღო და მოედანზე რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ გავა.

სლოვენიელთა განაცხადში მთავარი ფიგურა „დალას მავერიქსის“ 24 წლის სუპერვარსკვლავი ლუკა დონჩიჩია. ეროვნულ ნაკრებს ასევე დაუბრუნდნენ მიხა ლაპორნიკი, იაკა ბლაჟიჩი და გრეგორ ჰროვატი.

სლოვენია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეა, საწვრთნელ შეკრებას 17 ივლისს დაიწყებს და მოსამზადებელ ეტაპზე შვიდ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ისიც ხდება ცნობილი, რომ ლუკა დონჩიჩი ნაკრებს მოგვიანებით შეუერთდება.

სლოვენიის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატისთვის:

იაკა ბლაჟიჩი (მსუბუქი ფორვარდი, „ბაჰჩეშეჰირი“, თურქეთი), საჩა ჩიანი (მძიმე ფორვარდი, „ცედევიტა“, ხორვატია), ვლატკო ჩანჩარი (მძიმე ფორვარდი, „დენვერი“, აშშ), იაკობ ჩებაშეკი (მსუბუქი ფორვარდი, „კონსტანტა“, რუმინეთი), ზიგა დიმეცი (ცენტი, „ნიშინომია“, იაპონია), ლუკა დონჩიჩი (მსუბუქი ფორვარდი, „დალასი“, აშშ), ზორან დრაგიჩი (მსუბუქი ფორვარდი, „ცედევიტა ოლიმპია“, სლოვენია), გრეგორ გლასი (მსუბუქი ფორვარდი, „ცედევიტა ოლიმპია“, სლოვენია), გრეგორ ჰროვატი (მსუბუქი ფორვარდი, „დიჟონი“, საფრანგეთი), ურბან კლავზარი (მსუბუქი ფორვარდი, „მურსია“, ესპანეთი), ალაჟ კუნცია (მსუბუქი ფორვარდი, აიოვას უნიტერესიტეტი, აშშ), მიჰა ლაპორნიკი (მსუბუქი ფორვარდი, „პატრიოტი“, სლოვაკეთი), იური მაცურა (ცენტრი, „კრკა“, სლოვენია), ბლაზ მაჰკოვიჩი (მძიმე ფორვადი, „ჰელიოს სანსი“, სლოვენია), ჯორდან მორგანი (ცენტრი, „კონიასპორი“, თურქეთი), ალექსეი ნიკოლიჩი (გამთამაშებელი, „ჯერმანი ბრეშა“, იტალია), ბინე პრეპელიჩი (მძიმე ფორვარდი, „სპირუ ბასკეტი“, ბელგია), კლემენ პრეპელიჩი (გამთამაშებელი, „ვალენსია“, ესპანეთი), ზიგა სამარი (გამთამაშებელი, „ალბა ბერლინი“, გერმანია), მაიკ ტობი (ცენტრი, „ბარსელონა“, ესპანეთი).

სლოვანიის ნაკრების მოსამზადებელი მატჩების განრიგი მსოფლიო ჩემპიონატისთვის:

25 ივლისი – სლოვენია V ჩინეთი
2 აგვისტო – სლოვენია V საბერძნეთი
4 აგვისტო – სლოვენია V საბერძნეთი
8 აგვისტო – სლოვენია V ხორვატია
11 აგვისტო – სლოვენია V ესპანეთი
12 აგვისტო – სლოვენია V აშშ
19 აგვისტო – სლოვენია V იაპონია

სლოვენიის ნაკრების განრიგი მსოფლიო ჩემპიონატზე:

26 აგვისტო – სლოვენია V ვენესუელა
28 აგვისტო – სლოვენია V საქართველო
30 აგვისტო – სლოვენია V კაბო ვერდე

საქართველოს, სლოვენიის, ვენესუელასა და კაბო ვერდეს ნაკრებები მსოფლიო ჩემპიონატზე F ჯგუფში არიან და თავიანთ შეხვედრებს იაპონიის ქალაქ ოკინავაში ჩაატარებენ. მუნდიალის მეორე ჯგუფურ ეტაპზე პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები გადაინაცვლებენ.