მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ჯგუფური ეტაპი დასრულდა და პლეი ოფის პირველი ეტაპის, მეოთხედფინალის ყველა წყვილი ცნობილი გახდა.

მეორე ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩებიდან რამდენიმე განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა. იტალიის ნაკრებმა პუერტო რიკო 73:57 დაამარცხა, ლატვიამ ბრაზილიას დიდი ანგარიშით სძლია (104:84), ხოლო სერბეთის ნაკრებმა დომინიკელთა რესპუბლიკას 112:79 მოუგო.

ესპანეთის ნაკრები დრამატულ ბრძოლაში, ბოლო წუთებზე დამარცხდა კანადასთან 85:88 და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა, ხოლო აშშ-ის ეროვნულმა გუნდმა ამ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად წააგო, მისი ძლევა ლიეტუვამ მოახერხა – 110:104.

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპის განრიგი:

5 სექტემბერი:

ლიეტუვა – სერბეთი I 12:00 საათი
იტალია – აშშ I 16:40 საათი

6 სექტემბერი:

გერმანია – ლატვია I 12:45 საათი
კანადა – სლოვენია I 16:30 საათი

მეოთხედფინალის ყველა შეხვედრას პირდაპირ ეთერში საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.