მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ჯგუფური ეტაპი დაიწყო - ოთხმა გუნდმა პლეი ოფის საგზური უკვე მოიპოვა #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ჯგუფური ეტაპი დაიწყო - ოთხმა გუნდმა პლეი ოფის საგზური უკვე მოიპოვა #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატზე პლეი ოფის ეტაპი ახლოვდება. მეორე ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შემდეგ მეოთხედფინალური ეტაპის საგზური ოთხმა ნაკრებმა მოიპოვა.

ყველაფერი გაირკვა K ჯგუფში, სადაც საქართველო ასპარეზობს. სლოვენიამ ავსტრალიას მოუგო, ხოლო გერმანიამ – საქართველოს. შედეგად, მეოთხედფინალში სლოვენია და გერმანია გადაინაცვლებენ, ისინი პირველადგილოსანს 3 სექტემბერს გამოავლენენ.

ძალიან საინტერესო ვითარებაა I ჯგუფში, სადაც ბოლო ტურის წინ ყველა გუნდს 3 მოგება და 1 წაგება აქვს. დღეს იტალიამ დაძაბულ ბრძოლაში სერბეთი დაამარცხა, ხოლო პუერტო რიკომ დომინიკელთა რესპუბლიკას სძლია.

ცნობილია მეოთხედფინალისტები J ჯგუფიდან. აშშ-ის ნაკრებმა მონტენეგროს წინააღმდეგობა ბოლო მეოთხედში დასძლია, ხოლო ლიეტუვამ საბერძნეთი მარტივად დაამარცხა. შედეგად, აშშ და ლიეტუვა პლეი ოფში კვალიფიცირდნენ.

დრამატულად ვითარდება მოვლენები ბოლო, L ჯგუფში. 1 სექტემბერს აქ ბევრისთვის მოულოდნელი შედეგები დაფიქსირდა. პირველი ეტაპიდან დაუმარცხებლად გადმოსულმა ესპანეთმა ლატვიასთან წააგო, ხოლო კანადამ – ბრაზილიასთან. შედეგად, ოთხივე გუნდს ბოლო ტურის წინ იდენტური მატჩვენებელი აქვს – სამ-სამი გამარჯვება და თითო-თითო მარცხი.

დღევანდელი დღის საუკეთესო ბომბარდირი დამარცხებული დომინიკელთა რესპუბლიკის ცენტრი კარლ-ენტონი თაუნსი გახდა, მან პუერტო რიკოსთან 39 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა. მისი მეტოქე გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, ტრემონტ უოტერსს 37 ქულა, 11 შედეგიანი პასი და 7 მოხსნა ჰქონდა. სიმონე ფონტეკიოს 30 ქულა გადამწყვეტი აღმოჩნდა იტალიელთათვის სერბეთის წინააღმდეგ.

1 სექტემბერი, შედეგები:

I ჯგუფი:

სერბეთი – იტალია 76:78 (ფონტეკიო 30ქ. ბოგდანოვიჩი 18ქ.)
დომინიკელთა რესპუბლიკა – პუერტო რიკო 97:102 (თაუნსი 39ქ. უოტერსი 37ქ.11პ.7მ.)

J ჯგუფი:

აშშ – მონტენეგრო 85:73 (ედვარდსი 17ქ. ვუჩევიჩი 18ქ. 16მ.)
ლიეტუვა – საბერძნეთი 92:67 (იაკუბაიტისი 19ქ. ვოლქაფი 21ქ.)

K ჯგუფი:

გერმანია – საქართველო 100:73 (მამუკელაშვილი 19ქ. ლო 18ქ.)
სლოვენია – ავსტრალია 91:80 (დონჩიჩი 20ქ. გიდი 25ქ.)

L ჯგუფი:

ესპანეთი – ლატვია 69:74 (დ.ბერტანსი 16ქ. ვ.ერნანგომესი 14ქ.)
კანადა – ბრაზილია 65:69 (გილგის-ალექსანდერი 23ქ. კაბოკლო 19ქ. 13მ.)

3 სექტემბერი, მატჩების განრიგი:

I ჯგუფი:

იტალია – პუერტო რიკო I 12:00 საათი
დომინიკელთა რესპუბლიკა – სერბეთი I 16:00 საათი

J ჯგუფი:

მონტენეგრო – საბერძნეთი I 12:40 საათი
აშშ – ლიეტუვა I 16:40 საათი

K ჯგუფი:

ავსტრალია – საქართველო I 11:30 საათი
გერმანია – სლოვენია I 15:10 საათი

L ჯგუფი:

ბრაზილია – ლატვია I 13:45 საათი
ესპანეთი – კანადა I 17:30 საათი