მსოფლიო ჩემპიონატზე F ჯგუფის ცენტრალურ მატჩში საქართველო სლოვენიას დაუპირისპირდება - რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატზე F ჯგუფის ცენტრალურ მატჩში საქართველო სლოვენიას დაუპირისპირდება - რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

28 აგვისტოს საქართველოს ნაკრები ლუკა დონჩიჩის სლოვენიას დაუპირისპირდება. ეს იქნება ჯგუფის მთავარი მატჩი, რომელმაც შეიძლება არა მხოლოდ ჯგუფიდან გამსვლელის, არამედ პირველადგილოსნის ბედიც გადაწყვიტოს. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.

„საქართველოს ნაკრები კარგად ორგანიზებული, ტანმაღალი კალათბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია. აქვს მრავალფეროვანი იარაღი და წინასწარ ვემზადებით, რომ ურთულესი ბრძოლა გველის. მატჩამდე კიდევ ერთხელ გავშიფრავთ ვიდეოს და თამაშს სათანადოდ მომზადებულები შევხვდებით“, – განაცხადა სლოვენიის ნაკრების კაპიტანმა, ლუკა დონჩიჩმა.

თორნიკე შენგელიამ ყურადღება ერთ მთავარ კომპონენტზე გაამახვილა:

კაბო ვერდესთან ისტორიული გამარჯვებით გახარებულები ვართ, მაგრამ ამით ყველაფერი არ გვითქვამს. პირველ ტურში არაფერი დამთავრებულა. სლოვენიასთან ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს. ვიცით, რამდენად ძლიერი გუნდია, რამდენად კარგი მოთამაშეები ჰყავს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მეორე მატჩშიც გავიმარჯვოთ. ჩვენი ძლიერი მხარე ფარქვეშ თამაშია, მათი – პერიმეტრზე. ვნახოთ, ვინ როგორ დაცვას ითამაშებს. ჩემი აზრით, ამ მატჩის ბედს დაცვა გადაწყვეტს“.

საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არაერთხელ უთამაშია ზორან დრაგიჩს, რომელმაც ძველი მატჩებიც გაიხსენა:

„საქართველოს ნაკრებს არაერთხელ შევხვედრივართ. ორივე გუნდი ერთმანეთს კარგად იცნობს. სასიამოვნოდ მახსოვს ჩვენი გამარჯვებები. ყველა თამაში ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა. თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველო გაცილებით ძლიერი გუნდია. ამიტომ მაქსიმალური ყურადღება გვმართებს“.

საინტერესოა, რომ საქართველოს ნაკრები თავის პირველ სამ ევრობასკეტზე ჯგუფში სამჯერ შეხვდა სლოვენიას. ანგარიშებს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ სხვაობა მცირეა, რაც იმას ნიშნავს, რომ სლოვენიელებმა დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვეს. ამხანაგურ მატჩს თუ არ ჩავთვლით, „ჯვაროსნებს“ „მწვანე დრაკონების“ დამარცხება სამივეჯერ შეეძლოთ.

მსოფლიო ჩემპიონატზე ეს კიდევ უფრო რთული იქნება, რადგან ლუკა დონჩიჩის შეჩერება NBA-ის ვარსკვლავებსაც უჭირთ. თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ NBA-ისა და ევროლიგის კალათბურთელები საქართველოს ნაკრებშიც თამაშობენ…

არასწორია მსჯელობა – მთავარია, ვენესუელას და კაბო ვერდეს მოვუგოთ და ჯგუფიდან გავიდეთ. თუ სლოვენიასთან წავაგებთ და ისე გავალთ მეორე ჯგუფურ ეტაპზე, წაგება გადაგვყვება და იქ უკვე ორივე მატჩის მოგება დაგვჭირდება მეოთხედფინალში გასასვლელად.

 

ურთიერთშეხვედრები

ევრობასკეტი 2015. ფინალური ეტაპი
06.09.2015
სლოვენია-საქართველო 79:68
17:13, 24:13, 24:22, 14:20

საქართველო: ცინცაძე (35წთ, 11ქ, 7პ), მარკოიშვილი (27წთ, 6ქ, 3პ), სანიკიძე (29წთ, 10ქ), შენგელია (30წთ, 21ქ, 3პ), ფაჩულია (19წთ, 3ქ); პულენი (14წთ, 4ქ), შერმადინი (20წთ, 11ქ), სანაძე (13წთ), ფაცაცია (4წთ), ბურჯანაძე (11წთ, 2ქ).

ევრობასკეტი 2013. ფინალური ეტაპი
07.09.2013
სლოვენია-საქართველო 72:68
13:19, 31:13, 10:14, 18:22

საქართველო: ცინცაძე (36წთ, 10ქ, 6პ), მარკოიშვილი (35წთ, 10ქ, 5მ, 3პ), ფაცაცია (16წთ, 2ქ, 3მ), სანიკიძე (37წთ, 17ქ, 13მ) შერმადინი (29წთ, 7ქ, 5მ), ბურჯანაძე (3წთ), ჰიკმანი (29წთ, 19ქ, 7მ, 2ჩ), ლეჟავა (4წთ, 2ქ), ცქიტიშვილი (11წთ, 1ქ, 4მ)

ევრობასკეტი 2011. ფინალური ეტაპი
03.09.2011
სლოვენია-საქართველო 87:75
15:25, 25:15, 19:18, 28:17

საქართველო: ვ. ბოისა (19წთ, 3ქ, 5მ), ფაჩულია (31წთ, 22ქ), ცინცაძე (23წთ, 5ქ, 6მ, 6პ), მარკოიშვილი (30წთ, 16ქ), სანიკიძე (33წთ, 10ქ, 3მ), გამყრელიძე (17წთ, 6ქ), შერმადინი (9წთ, 3მ), ჰეინსი (10წთ, 6ქ), შენგელია (18წთ, 6ქ, 7მ, 3პ), ცქიტიშვილი (10წთ, 1ქ).

ამხანაგური
25.07.2014
სლოვენია-საქართველო 95:68