მსოფლიო ჩემპიონატზე ბიატლონში ესტაფეტა კაცებშიც და ქალებშიც ნორვეგიამ მოიგო

10:53, 21.02.2021

სლოვენიის ქალაქ პოკლიუკაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბიატლონში ტურნირის ყველაზე საინტერესო ორი რბოლა გაუმართა.

ესტაფეტა კაცებში 4*7.5 კმ-ზე, როგორც მოსალოდნელი იყო, უძლიერესი ნორვეგიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. მეორე ადგილზე შვედეთი გავიდა, მესამე ადგილი კი რუსეთმა დაიკავა.

ძალიან დაძაბულად წარიმართა ესტაფეტა ქალებში 4*6კმ-ზე და საბოლოოდ, ნორვეგიის ნაკრებმა გაიმარჯვა. მეორე ადგილისთვის ფინიშზე მოწინააღმდეგეს მხოლოდ ერთი წამით აჯობა გერმანიის წარმომადგენელმა, მესამე ადგილი კი უკრაინას ერგო.

დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე პოკლიუკაში ორი რბოლა გაიმართება – მას სტარტი კაცებში 15 კმ-ზე და მას სტარტი ქალებში 12.5 კმ-ზე.

მსგავსი