მსოფლიო ჩემპიონატზე აშშ-ის ნაკრების ნახევარი შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე დაახლოებით სამი თვით ადრე სანახევროდ ცნობილია აშშ-ის ნაკრების შემადგენლობა.
გამოცემა The Athletic-ის ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებენ: ენტონი ედვარდსი (მინესოტა), ტაირიზ ჰალიბერტონი (ინდიანა), ოსტინ რივზი (ლეიკერსი), ჯეილენ ბრანსონი (ნიუ იორკი), ბობი პორტისი (მილუოკი) და მიკალ ბრიჯესი (ბრუკლინი).
აშშ-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელია „გოლდენ სტეიტის“ დამრიგებელი სტივ კერი, რომელიც შეეცდება ამერიკისთვის ტიტულის დაბრუნებას. ნაკრების დანარჩენი ექვსი წევრის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.
მსოფლიო ჩემპიონატი 25 აგვისტოს დაიწყება.