მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი | უკრაინამ საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა #1TVSPORT

00:32, 29.08.2026

მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის მეორე ეტაპზე I ჯგუფში ორი მატჩი გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო 101:74 დაამარცხა, ხოლო უკრაინამ ლატვიაში საბერძნეთს 82:76 სძლია.

უკრაინელთა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა ალექსანდრ კოვლიარმა, რომელმაც 18 ქულა ჩააგდო, 14 ქულა ჰქონდა მაქსიმ შულგას. ხოლო საბერძნეთში 16 ქულით ტაილერ დორსი გამოირჩა.

ამ მოგებით უკრაინელებმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს ფინალური ეტაპისკენ, საბერძნეთს კი საქმე კიდევ უფრო გაურთულდა. შეგახსენებთ, რომ ექვსგუნდიანი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე საუკეთესო სამი ნაკრები გადის.

ნაკრები
1 უკრაინა 7 5 2 12
2 საქართველო 7 4 3 11
3 ესპანეთი 6 5 1 11
4 მონტენეგრო 7 4 3 11
5 საბერძნეთი 7 3 4 10
6 პორტუგალია 6 3 3 9

მსგავსი