მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი | უკრაინამ მონტენეგრო სტუმრად დაამარცხა #1TVSPORT

01:09, 01.09.2026

საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის I ჯგუფში მესამე მატჩიც დასრულდა. ჯერ საბერძნეთმა დაამარცხა ესპანეთი – 108:106, შემდეგ საქართველომ პორტუგალია – 98:90, ბოლოს უკრაინამ სტუმრად დაამარცხა მონტენეგრო – 98:89.

ამ გამარჯვებაში 23-ქულიანი წვლილი შეიტანა მიჰაილიუკმა, 15-15 ქულა კოვლიარმა და სკაპინცევმა ჩააგდეს. მონტენეგროს ბომბარდირი 22 ქულით ფერელი გახდა.

შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე ჯგუფში პირველ ადგილზე უკრაინაა, მეორეა ესპანეთი, მესამე – საქართველო.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე სამი საუკეთესო გადის.

სატურნირო მდგომარეობა

I ჯგუფი

26 ნოემბერი, 2026

მონტენეგრო-ესპანეთი

პორტუგალია-უკრაინა

საბერძნეთი-საქართველო

 

29 ნოემბერი, 2026

ესპანეთი-საბერძნეთი

უკრაინა-მონტენეგრო

საქართველო-პორტუგალია

 

26 თებერვალი, 2027

პორტუგალია-ესპანეთი

საბერძნეთი-უკრაინა

მონტენეგრო-საქართველო

 

1 მარტი, 2027

ესპანეთი-მონტენეგრო

უკრაინა-პორტუგალია

საქართველო-საბერძნეთი

მსგავსი