მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი კალათბურთში – უკრაინასთან მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო #1TVSPORT

18:35, 10.11.2025

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩს უკრაინის წინააღმდეგ 27 ნოემბერს, 20:50 საათზე „თბილისი არენაზე“ გამართავს.

ბილეთები გაიყიდება საიტზე: biletebi.ge

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გულშემატკივრებს მოუწოდებს, თამაშზე 2 საათით ადრე მობრძანდნენ. მაყურებლებისთვის „თბილისი არენის“ კარი 19:00 საათიდან გაიხსნება.

მაყურებლებისთვის შეთავაზებულია სხვადასხვა კატეგორიის ბილეთები, რომელთა ფასიც განსაზღვრულია 25-დან 110 ლარამდე.

gbf.ge

მსგავსი