მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა 13 მაისს გაიმართება [ვიდეო] #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა 13 მაისს გაიმართება [ვიდეო] #1TVSPORT

13 მაისს კატარის დედაქალაქ დოჰაში მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა გაირკვევა. წილისყრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

მუნდიალის ფინალურ ეტაპზე 32 გუნდი ითამაშებს. მათ შორის იქნება 12 ევროპული ნაკრები.

ევროპული შესარჩევი ორ ეტაპად ჩატარდება. ჯერ 32 ნაკრები ოთხგუნდიან 8 ჯგუფად გაიყოფა, საიდანაც მომდევნო ეტაპზე სამ-სამი საუკეთესო გავა და შეიქმნება 4 ექვსგუნდიანი ჯგუფი. აქედან სამ-სამი საუკეთესო მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს სწორედ ასეთი სისტემით გამართულ შესარჩევზე წარმატებულად იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა და მსოფლიოს პირველობაზეც ითამაშა.