მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დანიის ნაკრები შვედეთს დაუპირისპირდება | ხელბურთი
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დანიის ნაკრები შვედეთს დაუპირისპირდება | ხელბურთი

ეგვიპტეში მიმდინარე ხელბურთის მსოფლიოს ჩემპიონატზე საინტერესო ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა. პირველ მატჩში ყველასათვის მოულოდნელად, წყვილში ფავორიტმა, საფრანგეთის ეროვნულმა გუნდმა შვედეთის ნაკრებს ვერაფერი მოუხერხა და საბოლოოდ, ანგარიშით 26:32 დამარცხდა. მეორე ნახევარფინალურ დაპირისპირებაში კი დანიამ დაძაბულ ბრძოლაში ესპანეთის ნაკრები ანგარიშით 35:33 დაამარცხა და ფინალში შვედეთს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ 27 იანვარს მეოთხედფინალური მატჩები შედგა, სადაც დანიამ ეგვიპტე ანგარიშით 39:38 დაამარცხა. ამ მატჩში გამარჯვებულის გამოსავლენად ჯერ დამატებითი დროის დანიშვნა გახდა საჭირო, ხოლო შემდეგ – პენალტების სერიის.

კიდევ ერთი მეოთხედფინალური დაპირისპირება საფრანგეთსა და უნგრეთს შორის ფრედ დასრულდა, დამატებით დროში კი ფრანგებმა ანგარიშით 35:32 იმარჯვეს.

ესპანეთის ნაკრებმა ნორვეგიას 31:26 მოუგო, ხოლო შევდეთმა ყატარს აჯობა ანგარიშით – 35:32. ფინალური შეხვედრა 31 იანვარს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.