მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ პირველ მატჩში არგენტინამ ბოლივია დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
არგენტინის ნაკრებმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ფინალის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა. კორდოვაში „მარიო ალბერტო კემპესის“ სტადიონზე მსოფლიოს სამგზის ჩემპიონებმა 4:0 დაამარცხეს ბოლივიის ნაკრები.
არგენტინელებმა თითო ტაიმში ორ-ორი გოლი გაიტანეს. პირველ ტაიმში თავი გამოიჩინეს ლაუტარო მარტინესმა და ნიკო პასმა, მეორეში – კრისტიან რომერომ და ხოსე ლოპესმა.
მასპინძლებმა ასეთი სასტარტო შემადგენლობით ითამაშეს: ემილიანო მარტინესი, გიაი, რომერო, ლისანდრო მარტინესი, ვეგა, პასი, პალასიოსი, მაკალისტერი, პრესტიანი, ალვარესი, ლაუტარო მარტინესი.
შემდეგ ამხანაგურ მატჩს არგენტინა 3 ოქტომბერს ჩაატარებს ბურკინა ფასოს წინააღმდეგ, 6 ოქტომბერს კი ბენინის ნაკრებს შეხვდება. ამ მატჩში ნაკრებიდან გააცილებენ ლიონელ მესის.