მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირები - კილიან მბაპე და ლიონელ მესი მიროსლავ კლოზეს რეკორდს უტევენ #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირები - კილიან მბაპე და ლიონელ მესი მიროსლავ კლოზეს რეკორდს უტევენ #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატებზე ყველაზე მეტი გოლი გერმანელ მიროსლავ კლოზეს აქვს გატანილი – 16 (24 მატჩში). ამერიკა-მექსიკა-კანადაში გასამართ მუნდიალზე დიდია ალბათობა, რომ კლოზეს რეკორდი დაემხოს. საამისოდ საჭიროა, ლიონელ მესიმ – 4 ან კილიან მბაპემ 5 გოლი გაიტანოს. პირველს 13 გოლი აქვს, ხოლო მეორეს – 12.

მუნდიალების ისტორიაში ყველაზე შედეგიანი  ჟიუსტ ფონტენი იყო – ფრანგმა თავდამსხმელმა 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო ბომბარდირობა ტურნირის 6 მატჩში გატანილი 13 გოლით მოიპოვა. მსგავსი შედეგი არავის უჩვენებია.

ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი 1934 და 2006 წლების ჩემპიონატების საუკეთესო მეგოლეებს ჰქონდათ – პირველ შემთხვევაში ჩეხოსლოვაკიის ნაკრების თავდამსხმელმა ოლდრიხ ნეედლმა იმარჯვა, მეორედ გერმანიის ნაკრების ფორვარდმა მიროსლავ კლოზემ – ორივემ ბომბარდირობა 5 გოლით მოიპოვა.

ყველა ბომბარდირი

1930 – გილერმო სტაბილე 8

1934 – ოლდრიხ ნეედლი 5

1938 – ლეონიდასი 7

1950 – ადემირი 8

1954 – სანდორ კოჩიში 11

1958 – ჟუსტ ფონტენი 13

1962 – გარინჩა, ვავა, ლეონელ სანჩესი, დრაჟან ერკოვიჩი 6-6

1966 – ეუსებიო 9

1970 – გერდ მიულერი 10

1974 – გჟეგორჟ ლატო 7

1978 – მარიო კემპესი 6

1982 – პაოლო როსი 6

1986 – გარი ლინეკერი 6

1990 – სალვატორ სკილაჩი 6

1994 – ჰრისტო სტოიჩკოვი, ოლეგ სალენკო 6-6

1998 – დავორ შუკერი 6

2002 – რონალდო 8

2006 – მიროსლავ კლოზე 5

2010 – დავიდ ვილია 7, უესლი სნეიდერი 7, დიეგო ფორლანი 7

2014 – ხამეს როდრიგესი 6

2018 – ჰარი კეინი 6

2022 – კილიან მბაპე 8

მუნდიალის ისტორიაში საუკეთესო შედეგები

1958 – ჟუსტ ფონტენი 13

1954 – სანდორ კოჩიში 11

1970 – გერდ მიულერი 10

1966 – ეუსებიო 9

1930 – გილერმო სტაბილე 8

1950 – ადემირი 8

2002 – რონალდო 8

2022 – კილიან მბაპე 8

მუნდიალის ისტორიაში ტოპ-3 ბომბარდირი

1. მიროსლავ კლოზე, გერმანია 16 (24 მატჩში)

2. რონალდო, ბრაზილია 15 (19)

3. გერდ მიულერი, გერმანია 14 (13)

4. ჟიუსტ ფონტენი 13 (6)

5. ლიონელ მესი 13 (26)

6. პელე 12 (14)

7. კილიან მბაპე 12 (14)