ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება. ამჯერად ჩემპიონატის მონაწილე D ჯგუფის გუნდებს წარმოგიდგენთ, სადაც მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ საფრანგეთის ნაკრებთან ერთად დანიის, ავსტრალიისა და ტუნისის ნაკრებები თამაშობენ.
საფრანგეთის ნაკრები ზედიზედ მეშვიდედ თამაშობს მსოფლიო ჩემპიონატზე, იგი ყატარში მოქმედი ჩემპიონის სტატუსით ჩადის.
საუკეთესო შედეგი
საფრანგეთის ნაკრები ორჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი – 1998 და 2018 წლებში. 2006 წელს ფრანგები ფინალში გავიდნენ და იტალიასთან პენალტების სერიაში დამარცხდნენ.
გზა ყატარამდე
საფრანგეთმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მუნდიალზე პირდაპირ მოხვდა.
მწვრთნელი
დიდიე დეშამმა 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთლის რანგში მოიგო, 20 წლის შემდგ, 2018 წელს, მან ეს ტიტული მწვრთნელობისას მოიპოვა. ამას გარდა, დეშამმა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელის რანგში ერთა ლიგის მოგებაც მოახერხა.
22.11.2022 23:00 საფრანგეთი – ავსტრალია
26.11.2022 20:00 საფრანგეთი – დანია
30.11.2022 19:00 ტუნისი – საფრანგეთი
მეკარეები | |||
1. უგო ლორისი (კ) | 35 | 139/0 | ტოტენჰემი (ინგ) |
16. სტივ მანდანდა | 37 | 34/0 | რენი |
23. ალფონს არეოლა | 29 | 5/0 | ვესტ ჰემი (ინგ) |
მცველები | |||
2. ბენჟამენ პავარი | 26 | 46/2 | ბაიერნი (გერ) |
3. აქსელ დისასი | 24 | 0/0 | მონაკო |
4. რაფაელ ვარანი | 29 | 87/5 | მანჩესტერ იუნ (ინგ) |
5. ჟიულ კუნდე | 23 | 12/0 | ბარსელონა (ესპ) |
13. იუსუფ ფოფანა | 23 | 2/0 | მონაკო |
17. ვილიამ სალიბა | 21 | 7/0 | არსენალი (ინგ) |
18. დაიოტ უპამეკანო | 24 | 7/1 | ბაიერნი (გერ) |
21. ლუკა ერნანდესი | 26 | 32/0 | ბაიერნი (გერ) |
22. ტეო ერნანდესი | 25 | 7/1 | მილანი (იტა) |
24. იბრაჰიმა კონატე | 23 | 2/0 | ლივერპული (ინგ) |
ნახევარმცველები | |||
6. მატეო გენდუზი | 23 | 6/1 | მარსელი |
8. ორელიენ ჩუამენი | 22 | 14/1 | რეალი (ესპ) |
14. ადრიენ რაბიო | 27 | 29/2 | იუვენტუსი (იტა) |
15. ჟორდან ვერეტუ | 29 | 5/0 | მარსელი |
25. ედუარდო კამავინგა | 20 | 4/1 | რეალი (ესპ) |
ფორვარდები | |||
7. ანტუან გრიზმანი | 31 | 110/42 | ატლეტიკო (ესპ) |
9. ოლივიე ჟირუ | 36 | 114/49 | მილანი (იტა) |
10. კილიან მბაპე | 23 | 59/28 | პარი სენ-ჟერმენი |
11. უსმან დემბელე | 25 | 28/4 | ბარსელონა (ესპ) |
12. რანდალ კოლო მუანი | 23 | 2/0 | აინტრახტი (გერ) |
20. კინგსლი კომანი | 26 | 40/5 | ბაიერნი (გერ) |
26. მარკუს ტურამი | 25 | 4/0 | გლადბახი (გერ) |
მწვრთნელი: დიდიე დეშამი
ავსტრალია ზედიზედ მეხუთედ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე, მთლიანობაში კი ყატარის ჩემპიონატი მაისთვის მეექვსეა.
საუკეთესო შედეგი
საუკეთესო შედეგი ავსტრალიის ნაკრებმა 2006 წელს ნიდერლანდელი სპეციალისტის, გუუს ჰიდინკის ხელმძღვანელობით აჩვენა, მაშინ „მწვანე კონტინენტის“ წარმომადგენლები, ბრაზილიის ნაკრებთან ერთად, 1/8 ფინალში გავიდნენ, ჯგუფში ჩატოვეს ხორვატიისა და იაპონიის ნაკრებები. დანარჩენ შემთხვევაში ავსტრალიელები ჯგუფურ ეტაპზე თამაშით შემოიფარგლნენ.
გზა ყატარამდე
ავსტრალიის ნაკრები მუნდიალზე პლეი ოფის მატჩების შემდეგ გავიდა, ჯერ არაბთა გაერთიანებული საემიროების გუნდს აჯობა, შემდეგ კი პენალტები სერიაში პერუ დაამარცხა.
მწვრთნელი
59 წლის სპეციალისტი გრემ არნოლდი 2000-2006 წლებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო. 2006 წელს გუუს ჰიდინკის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, ერთი წელი, მთავარ მწვრთნელად იმუშავა, თუმცა მაშინ დიდ წარმატებას ვერ მიაღწია და პოსტი დატოვა. არნოლდის მეორედ მისვლა ავსტრალიის ნაკრებში შედარებით უფრო წარმატებული აღმოჩნდა, მისმა გაწვრთნილმა გუნდმა აზიის თასზე მეოთხედფინალამდე მიაღწია, მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა და ახლა ყატარში სათამაშოდ ემზადება.
22.11.2022 23:00 საფრანგეთი – ავსტრალია
26.11.2022 14:00 ტუნისი – ავსტრალია
30.11.2022 19:00 ავსტრალია – დანია
მეკარეები | |||
1. მეტიუ რაიანი (კ) | 30 | 75/0 | კოპენჰაგენი (დან) |
12. ენდრიუ რედმეინი | 33 | 4/0 | სიდნეი |
18. დენი ვუკოვიჩი | 37 | 4/0 | სენტრალ კოსტი |
მცველები | |||
2. მილოშ დეგენეკი | 28 | 38/1 | კოლამბუს ქრიუ (აშშ) |
3. ნათანიელ ატკინსონი | 23 | 5/0 | ჰართსი (შოტ) |
4. კაი როულზი | 24 | 3/0 | ჰართსი (შოტ) |
5. ფრან კარაჩიჩი | 26 | 10/1 | ბრეშა (იტა) |
8. ბეილი რაიტი | 30 | 27/2 | სანდერლენდი (ინგ) |
16. აზიზ ბეჰიჩი | 32 | 53/2 | დანდი (შოტ) |
19. ჰარი სუტარი | 24 | 10/6 | სტოკ სიტი (ინგ) |
20. ტომას დენგი | 25 | 2/0 | ნიიგატა (იაპ) |
24. ჯოელ კინგი | 22 | 4/0 | ოდენსე (დან) |
ნახევარმცველები | |||
10. აიდინ ჰრუსტიჩი | 26 | 20/3 | ვერონა (იტა) |
13. აარონ მუი | 32 | 53/7 | სელტიკი (შოტ) |
14. რაილი მაკგრი | 24 | 11/1 | მიდლსბრო (ინგ) |
17. კემერონ დევლინი | 24 | 1/0 | ჰართსი (შოტ) |
22. ჯექსონ ირვაინი | 29 | 49/7 | სანკტ პაული (გერ) |
26. კეანუ ბაკუსი | 24 | 1/0 | სენტ მირენი (შოტ) |
ფორვარდები | |||
6. მარტინ ბოილი | 29 | 19/5 | ჰიბერნიანი (შოტ) |
7. მეტიუ ლეკი | 31 | 73/13 | მელბურნ სიტი |
9. ჯეიმი მაკლარენი | 29 | 26/8 | მელბურნ სიტი |
11. ავერ მაბილი | 27 | 29/8 | კადისი (ესპ) |
15. მიტჩელ დიუკი | 31 | 21/8 | ფაჯიანო ოკაიამა (იაპ) |
21. გარანგ კოული | 18 | 1/0 | სენტრალ კოსტი |
23. კრეიგ გუდვინი | 30 | 10/1 | ადელაიდა იუნაიტედი |
25. ჯეისონ კამინგსი | 27 | 1/1 | სენტრალ კოსტი |
მწვრთნელი: გრემ არნოლდი
ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატი დანიის ნაკრებისთვის მეექვსე იქნება ისტორიაში.
საუკეთესო შედეგი
წინა ხუთ შემთხვევაში დანიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი 1998 წელს ჰქონდა, დანიელები მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც ბრაზილიის ნაკრებთან დამარცხდნენ.
გზა ყატარამდე
დანიამ შესარჩევი ტურნირი საკმაოდ იოლად გაიარა, ზედიზედ მოიგო 9 თამაში და ჯგუფი ბურთების შთამბეჭდავი სხვაობით დაასრულა – 30 გატანილი და მხოლოდ 3 გაშვებული გოლი.
მწვრთნელი
დანიის ნაკრებში დანიშვნამდე კასპერ ჰიულმანდს, საკლუბო დონეზე ჰქონდა ნამუშევარი, ძირითადად, დანიურ კლუბებში („ლუნგბიუსა“ და „ნორდსილანდში“) და ერთი წელი გერმნულ „მაინცში“. 2018 წლიდან კი დანიის ნაკრებს უდგას სათავეში. ამ პოსტზე ყველაზე დიდ წარმატებას ევროპის ჩემპიონატზე (2021 წელს) მიაღწია – მისი გაწვრთნილი გუნდი ნახევარფინალამდე მივიდა.
22.11.2022 17:00 დანია – ტუნისი
26.11.2022 20:00 საფრანგეთი – დანია
30.11.2022 19:00 ავსტრალია – დანია
მეკარეები | |||
1. კასპერ შმეიხელი | 36 | 86/0 | ნიცა (საფ) |
16. ოლივერ კრისტენსენი | 23 | 1/0 | ჰერტა (გერ) |
22. ფრედერიკ რონოვი | 30 | 8/0 | უნიონი (გერ) |
მცველები | |||
2. იოაკიმ ანდერსენი | 26 | 19/0 | კრისტალ კალასი (ინგ) |
3. ვიქტორ ნელსონი | 24 | 7/0 | გალათასარაი (თურ) |
4. სიმონ კიაერი (კ) | 33 | 121/5 | მილანი (იტა) |
5. იოაკიმ მელე | 25 | 31/9 | ატალანტა (იტა) |
6. ანდრეას კრისტენსენი | 26 | 58/2 | ბარსელონა (ესპ) |
13. რასმუს კრისტენსენი | 25 | 10/0 | ლიდსი (ინგ) |
17. იენს სტიგერ ლარსენი | 31 | 49/3 | ტრაბზონი (თურ) |
18. დანიელ ვასი | 33 | 44/1 | ბრონდბიუ |
26. ალექსანდერ ბა | 24 | 4/1 | ბენფიკა (პორ) |
ნახევარმცველები | |||
7. მატიას იენსენი | 26 | 20/1 | ბრენტფორდი (ინგ) |
8. ტომას დილეინი | 31 | 71/7 | სევილია (ესპანეთი) |
10. კრისტიან ერიქსენი | 30 | 117/39 | მანჩესტერ იუნ (ინგ) |
11. ანდრეას სკოვ ოლსენი | 22 | 23/8 | ბრიუგე (ბელგია) |
14. მიკელ დამსგორი | 22 | 18/4 | ბრენტფორდი (ინგ) |
15. კრისტიან ნორგორი | 28 | 17/1 | ბრენტფორდი (ინგ) |
23. პიერ-ემილ ჰოიბერგი | 27 | 60/5 | ტოტენჰემი (ინგ) |
24. რობერტ სკოვი | 26 | 11/5 | ჰოფენჰაიმი (გერ) |
25. იესპერ ლინდსტრიომი | 22 | 6/1 | აინტრახტი (გერ) |
ფორვარდები | |||
9. მარტინ ბრეიტუეიტი | 31 | 62/10 | ესპანიოლი (ესპ) |
12. კასპერ დოლბერგი | 25 | 37/11 | სევილია (ესპ) |
19. იონას ვინდი | 23 | 15/5 | ვოლფსბურგი (გერ) |
20. იუსუფ პოულსენი | 28 | 68/11 | ლაიპციგი (გერ) |
21. ანდრეას კორნელიუსი | 29 | 41/9 | კოპენჰაგენი |
მწვრთნელი: კასპერ ჰიულმანდი
ტუნსი მეექვსედ ითამაშებს მსოფლიოს ჩემპიონატზე. აქამდე ამ ნაკრებს ჯგუფური ეტაპი არასდროს გადაულახავს და მათგან განსაკუთრებულ შედეგს სპეციალისტები არც ამჯერად ელოდებიან.
თუმცა, ისიც საკითხავია, საერთოდ ითამაშებს თუ არა ტუნისი მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე. ცოტა ხნის წინ BBC-იმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტუნისის ნაკრები, შესაძლოა, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატიდან მოკვეთონ. ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) ამგვარი სასჯელი შეიძლება იმის გამო გამოიტანოს, რომ ტუნისის მთავრობა ქვეყნის საფეხბურთო საქმიანობაში ჩაერია და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს თანამდებობიდან გათავისუფლებით დაემუქრა.
საუკეთესო შედეგი
გასულ ხუთ მსოფლიო ჩემპიონატზე ტუნისმა ვერცერთხელ გადალახა ჯგუფური ეტაპი. ყველაზე წარმატებულად მათთვის სადებიუტო ჩემპიონატი ითვლება – 1978 წელს, არგენტინაში, ტუნისმა ჯგუფში მექსიკის ნაკრებს მოუგო (3:1) და ფრედ (0:0) ითამაშა მაშინდელ მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გუნდთან.
გზა ყატარამდე
ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ტუნისმა პლეი ოფში მალის ნაკრები სტუმრად 1:0 დაამარცხა, შინ კი 0:0 ითამაშა.
მწვრთნელი
ხალელ კადრიმ ტუნისის ნაკრები 2022 წელს აფრიკის თასიდან გავარდნის შემდეგ ჩაიბარა (მანამდე მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა) და გუნდის მუნდიალზე გაყვანა მოახერხა.
22.11.2022 17:00 დანია – ტუნისი
26.11.2022 14:00 ტუნისი – ავსტრალია
30.11.2022 19:00 ტუნისი – საფრანგეთი
მეკარეები | |||
1. აიმენ მათლუთი | 38 | 73/0 | ეტუალ დუ საჰელი |
16. აიმენ დაჰმენი | 25 | 4/0 | სფაქსიენი |
22. ბეშირ ბენ საიდი | 27 | 10/0 | მონასტირი |
26. მუეზ ჰასენი | 27 | 20/0 | აფრიკენი |
მცველები | |||
2. ბილელ იფა | 32 | 36/0 | ქუვეითი (ქუვ) |
3. მონტასარ თალბი | 24 | 22/1 | ლორიანი (საფ) |
4. იასინ მერიაჰი | 29 | 60/3 | ესპერანსი |
6. დილან ბრონი | 27 | 36/2 | სალერნიტანა (იტა) |
12. ალი მაალული | 32 | 82/2 | ალ-აჰლი (ეგვ) |
20. მოჰამედ დრეგერი | 26 | 33/3 | ლუცერნი (შვეიც) |
21. ვაჟდი კეჩრიდა | 27 | 18/0 | ატრომიტოსი (საბ) |
24. ალი აბდი | 28 | 9/1 | კაენი (საფ) |
ნახევარმცველები | |||
5. ნადერ განდრი | 27 | 7/0 | აფრიკენი |
8. ჰანიბალ მეჟბრი | 19 | 18/0 | ბირმინგემი (ინგ) |
13. ფერჯანი სასი | 30 | 77/6 | ალ-დუჰაილი (ყატ) |
14. აისა ლაიდუნი | 25 | 24/1 | ფერენცვაროში (უნგ) |
15. მოჰამედ ალი ბენ რომდანი | 23 | 22/1 | ესპერანსი |
17. ელიეს სხირი | 27 | 48/3 | კიოლნი (გერ) |
18. გელენ ჩაალალი | 28 | 30/1 | ესპერანსი |
25. ანის ბენ სლიმანი | 21 | 24/4 | ბრონდბიუ (დან) |
ფორვარდები | |||
7. იუსეფ მსაკნი (კ) | 32 | 87/17 | ალ-არაბი (ყატ) |
9. ისამ ჟებალი | 30 | 9/2 | ოდენსე (დან) |
10. ვაჰბი ხაზრი | 31 | 71/24 | მონპელიე (საფ) |
11. ტაჰა იასინ ხენისი | 30 | 48/9 | ქუვეითი (ქუვ) |
19. სეიფედინ ჟაზირი | 29 | 29/10 | ზამალეკი (ეგვ) |
23. ნაიმ სლიტი | 30 | 68/13 | ალ-ეტიფაკი (ს. არა) |
მწვრთნელი: ჯალედ კადრი