მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | უსმან დემბელეს ჰეთ-თრიქით საფრანგეთმა ნორვეგია დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის I ჯგუფში სამიდან სამი მოგებით საფრანგეთის ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა. სამფეროვნებმა მესამე მატჩი ნორვეგიასთან გამართეს და 4:1 დაამარცხეს.
მესამე ადგილით პლეიოფში გასვლისთვის იბრძვის სენეგალი, რომელმაც ყატარი 5:0 დაამარცხა. აფრიკელებს სამი ქულა აქვთ და ჯგუფური ეტაპის დასრულებას ელიან, რომლის შემდეგაც გაირკვევა სენეგალი მოხვდება 12-დან 8 საუკეთესო მესამეადგილოსანს შორის თუ არა.
საფრანგეთი-ნორვეგიის მატჩში გამარჯვებულის ვინაობა, ფაქტობრივად, წინასწარ იყო განსაზღვრული – ნორვეგიელთა მწვრთნელმა ძირითადის ფეხბურთელები დაასვენა. მათ შორის ერლინგ ჰალანდი. ფრანგები კი საბრძოლო შემადგენგენლობით იყვნენ და პირველივე ტაიმში 3:1 დაწინაურდნენ. სანივე გოლი უსმან დემბელემ გაიტანა. მესამე გოლის აღნიშვნისას მან ხვიჩა კვარაცხელიას ჟესტით აღნიშნა. მეორე ტაიმში ერთი გოლი გავიდა. ისიც ხვიჩას თანაგუნდელმა, დესირე დუემ გაიტანა (ბარკოლას პასით).
სენეგალს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად რაც შეიძლება მეტი გოლის გატანა სჭირდებოდა. გამარჯვებაში დიდი წვლილი გუეიემ ითამაშა, რომელიც 57-ე წუთზე შევიდა მოედანზე, დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემაც მიაყოლა.
საფრანგეთის მეტოქე ჯერ არ გარკვეულა, თუმცა ცნობილია, რომ მეთექვსმედფინალში ნორვეგია კოტ დივუარს დაუპირისპირდება.