მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | უეინ რუნი – მესი დაცვითი თამაშით არგენტინის სუსტი წერტილია, მაგრამ მაინც შესანიშნავ ჩემპიონატს ატარებს #1TVSPORT

14:30, 13.07.2026

ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, უეინ რუნიმ განმარტა, თუ როგორ აბალანსებს არგენტინის ეროვნული გუნდის ლიდერი ლიონელ მესი დაცვაში სუსტ თამაშს.

„მესი ზოგჯერ არგენტინის სუსტი წერტილია, როდესაც დაცვაზეა ლაპარაკი. ის უკან არ ჩადის, მაგრამ ამის მიუხედავად, მთლიანობაში მაინც შესანიშნავ თამაშებს ატარებს.

მესის ძლიერი მხარე სწორი და დროული გადაწყვეტილებების მიღების უნარია.

მისი მთავარი თვისებები დროული ფოკუსირება და გუნდთან შეთამაშების მაღალი დონეა. ეს საშუალებას აძლევს თანაგუნდელებს, დაიკავონ ის პოზიციები, რომლებზეც ჩვეულებრივ მესი არ ჩნდება“, – თქვა რუნიმ BBC-სთან ინტერვიუში.

მსგავსი