მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | შვეიცარია მეშვიდე ევროპული გუნდია, რომელმაც მერვედფინალის საგზური მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

09:19, 03.07.2026

შვეიცარიის ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპიდან პირველი ადგილით შემთხვევით არ გასულა. ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენლებმა ალჟირიც დამაჯერებელი თამაშით დაამარცხეს (2:0) და მერვედფინალის საგზური მოიპოვეს. შვეიცარია მეშვიდე ევროპული ქვეყანაა, რომელიც პლეიოფის მეორე ეტაპზე გავიდა.

მეათე წუთზე ემბოლოს მიერ გატანილმა გოლმა შეხვედრის სურათზე დიდი გავლენა მოახდინა. მას მერე ალჟირელები ბევრს ეცადნენ, მაგრამ ევროპელების დაცვაში ერთი „ხვრელიც“ ვერ იპოვეს. შვეიცარიამ კი მეორე ტაიმის პირველსავე წუთზე მეორე გოლი გაიტანა (ნდოიე) და თამაშის ბედიც სათავისოდ გადაწყვიტა.

მერვედფინალში შვეიცარიის მეტოქე კოლუმბიისა და განის წყვილში გამარჯვებული იქნება.

მსგავსი