მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | რობერტო მარტინესი – კრიშტიანო რონალდო შესანიშნავ ფიზიკურ და მენტალურ კონდიციაშია #1TVSPORT
კოლუმბიის ეროვნულ ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ, პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა კრიშტიანო რონალდოს თამაშზე კომენტარი გააკეთა:
„რონალდომ ზუსტად იცის, თუ როდის სად უნდა იმყოფებოდეს. იგი მოედანზე უდიდეს დისციპლინას იჩენს და პარტნიორებსაც ეხმარება თავისუფალი ზონების ათვისებაში. ის შესანიშნავ ფიზიკურ და მენტალურ კონდიციაშია.
მომავალ თამაშში შესაძლოა გარკვეული კორექტივების შეტანა დაგვჭირდეს, თუმცა თითოეული ნაბიჯი და გადაწყვეტილება მხოლოდ ზუსტ მონაცემებსა და არსებულ ინფორმაციაზე იქნება დაფუძნებული“, – აღნიშნა მწვრთნელმა.
ცნობისთვის, მსოფლიო პირველობის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე პორტუგალია ხორვატიას დაუპირისპირდება.