მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | პორტუგალიის ნაკრები მერვედფინალშია, სადაც ესპანეთს შეხვდება [ვიდეო] #1TVSPORT

05:09, 03.07.2026

მსოფლიო ჩემპიონატზე მორიგ 1/16-ფინალურ მატჩში პორტუგალიამ ხორვატია 2:1 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.

პირველ ტაიმში პორტუგალია უფრო მეტს უტევდა, უპირატესობასაც ფლობდა, მაგრამ ეს ანგარიშში არ აისახა, ხორვატები დაცვაში ყურადღებით თამაშობდნენ და შესაბამისად, პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ივან პერიშიჩმა ხორვატია დააწინაურა. პორტუგალიას გათანაბრება მალე შეეძლო, მაგრამ რაფაელ ლეაოს დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა.

თუმცა პორტუგალიელებმა საწადელს მაინც მიაღწიეს – ხორვატების კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც კრიშტიანო რონალდომ ზუსტად დაარტყა და მსოფლიო ჩემპიონატების პლეიოფში პირველი გოლი.

ამის შემდეგ გუნდებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, მსაჯის მიერ დამატებულ დროში კი გონსალო რამუშმა, ლეაოს გადაცემის შემდეგ, თავური დარტყმით პორტუგალიელები დააწინაურა და მერვედფინალის საგზური მოუტანა, სადაც მათი მეტოქე ესპანეთის ნაკრები იქნება – მატჩი 6 ივლისს 23:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი