მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | პირველი მეოთხედფინალისტი მაროკოა [ვიდეო] #1TVSPORT
მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი მეოთხედფინალისტი გაირკვა. მაროკოს ნაკრებმა ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი კანადა ჰიუსტონში 3:0 დაამარცხა.
ამ მუნდიალზე კანადელებმა გულშემატკივარს კარგად დაამახსოვრეს თავი. პირველად ისტორიაში, პლეიოფში ეფექტური თამაშით გავიდნენ, მეთექვსმეტედფინალში მაროკოსთან პირველ ტაიმში უკეთესადაც ითამაშეს, მაგრამ გოლი ვერ გაიტანეს.
აფრიკელები კი მშვიდად ათამაშებდნენ ბურთს, თავს იცავდნენ და საკუთარ შანსს ელოდნენ. მეორე ტაიმში მიიღეს კიდეც – მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო კომბინაცია გაითამაშეს და ჯარიმის შემდეგ, 50-ე წუთზე ოუნაჰიმ ანგარიში გახსნა.
ამ გოლის შემდეგ მაროკოელებმა დინჯად თამაში განაგრძეს, კანადელებს კი მატჩის შემოსატრიალებლად აღარც ენერგია ეყოთ და არც კლასი. 82-ე წუთზე ოუნაჰიმ დუბლი შეასრულა, ხოლო 90+8 წუთზე რაჰიმიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:0.
მეოთხედფინალს მაროკოელები 10 ივლისს ითამაშებენ. მათი მეტოქე იქნება საფრანგეთსა და პარაგვაის შორის გამარჯვებული.