მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | მომდევნო ეტაპზე ავსტრალია და აშშ გავიდნენ, პარაგვაის მოცდა მოუწევს [ვიდეო] #1TVSPORT
მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდების მომატებასთან დაკავშირებით სისტემაც შეიცვალა – პლეიოფში პირველ და მეორეადგილოსნები გადიან, ხოლო მათ თორმეტიდან რვა საუკეთესო მესამეადგილოსანი შეუერთდება. ასეთ დროს კი არის შემთხვევები, როცა ბოლო ტურში ორ გუნდს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ფრეც ხელს აძლევს. შესაბამისად, თამაშის სტრატეგიას არწაგებაზე აგებს და თუ მეორეც იგივეს ფიქრობს, მატჩიც ფრედ სრულდება.
ასე იყო ავსტრალია-პარაგვაის შემთხვევაში – გუნდებმა მშვიდი ყაიმი ითამაშეს (0:0) და ავსტრალიელები მეორე ადგილით მომდევნო ეტაპზე გავიდნენ. რაც შეეხება პარაგვაის, მას ოთხი ქულა აქვს და მესამე პოზიციაზეა. მოცდა მოუწევს, ვიდრე ოფიციალურად გაიფორმებს პლეიოფის საგზურს, რადგან ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ მესამეადგილოსნების შედეგები უნდა შეჯამდეს. თუმცა პარაგვაის 4 ქულა აქვს, რაც მას დიდ უპირატესობას აძლევს.
პარალელურად გამართულ მატჩში აშშ-ს პირველი ადგილი გარანტირებული ჰქონდა, ხოლო თურქეთს ვერაფერი უშველიდა – საწყის ორ ტურში წაგების შემდეგ ისინი ნაადრევად გამოეთიშნენ მუნდიალს. ეს იყო უბრალოდ პრესტიჟის მატჩი, რომელიც თურქეთმა მოიგო – 3:2. ამ გუნდმა ქომაგს აჩვენა, რომ არც ისეთი ცუდი ნაკრებია, რომ პლეიოფში ვერ გასულიყო…
მატჩი მეტად დრამატული გამოვიდა, 90-ე წუთს გუნდები 2:2-ით შეხვდნენ. მსაჯის მიერ დამატებული მერვე წუთიც იწურებოდა, როცა აიჰანმა ზუსტი დარტყმით თურქეთს მუნდიალზე პირველი და უკანასკნელი გამარჯვება მოუტანა.
