მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | კოლუმბიამ განას სძლია და მერვედფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT

08:00, 04.07.2026

გაირკვა ბოლო მერვედფინალისტი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე. ეს კოლუმბიაა, რომელმაც განა 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი, მე-14 წუთზე არიასმა გაიტანა.

საინტერესოა, რომ განა მეშვიდე აფრიკული გუნდია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატს მეთექვსმეტედფინალში გამოეთიშა. მხოლოდ ორი ჩრდილოაფრიკული გუნდი განაგრძობს მედლებისთვის ბრძოლას – მაროკო და ეგვიპტე.

რაც შეეხება სამხრეთამერიკელებს, მათგან ოთხი ითამაშებს მერვედფინალში ბრაზილია, პარაგვაი, არგენტინა და კოლუმბია, ხოლო ეკვადორი მექსიკასთან დამარცხდა.

კოლუმბიის ნაკრების მეტოქე მომდევნო ეტაპზე შვეიცარია იქნება. მატჩი 8 ივლისს გაიმართება.

 

მსგავსი