მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | ხორვატიამ პანამა დაამარცხა და პლეიოფისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა [ვიდეო] #1TVSPORT

06:15, 24.06.2026

მსოფლიო ჩემპიონატზე, L ჯგუფში ერთმანეთს შეხვდნენ პანამისა და ხორვატიის ნაკრებები. მათ პირველ ტურში თავიანთი მატჩები წააგეს და ურთიერთშეხვედრაში გამარჯვება ორივესთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.

პანამელებმა პირველ ტურშიც ორგანიზებული გუნდის შთაბეჭდილება დატოვეს, თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ დროში გაუშვეს გოლი განისგან. ამჯერადაც მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ – ბუდიმირის 54-ე წუთზე გატანილი გოლით ხორვატიამ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 1:0.

საინტერესოა, რომ ხორვატიის ნაკრების ვეტერანი ვარსკვლავისთვის, ლუკა მოდრიჩისთვის ეს იყო მე-200 მატჩი ხორვატიის ნაკრებში.

მსოფლიო ჩემპიონატი. L ჯგუფი
ბშ
  • 1
    ინგლისი ინგლისი
    2
    1
    1
    0
    2
    4
  • 2
    განა განა
    2
    1
    1
    0
    1
    4
  • 3
    ხორვატია ხორვატია
    2
    1
    0
    1
    -1
    3
  • 4
    პანამა პანამა
    2
    0
    0
    2
    -2
    0

L ჯგუფში მესამე ტურის შეხვედრები 28 ივნისს გაიმართება:

01:00 | ხორვატია – განა

01:00 | პანამა – ინგლისი

მსგავსი