მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | კაბო ვერდემ ურუგვაისთანაც ფრედ ითამაშა [ვიდეო] #1TVSPORT

05:22, 22.06.2026

კაბო ვერდეს ნაკრებმა დაამტკიცა, რომ ესპანეთთან ფრე შემთხვევითობა და გამართლება არ ყოფილა – პატარა, კუნძულოვანი ქვეყნის ნაკრებმა ჯგუფის მეორე ფავორიტთანაც ქულა მოიპოვა. ურუგვაი-კაბო ვერდე – 2:2.

მიმდინარე მუნდიალზე ეს მატჩი ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი გამოდგა:

21 წუთი – ლენინიმ აფრიკელები შორეული საჯარიმო დარტყმით დააწინაურა.

44 წუთი – არაუხომ თავურით წონასწორობა აღადგინა.

45+6 წუთი – არაუხოს თავური გადაცემით კანობიომ პირველივე ტაიმში მოუპოვა უპირატესობა ურუგვაის.

61 წუთი – ვარელამ ურუგვაელი მცველების შეცდომით ისარგებლა და საფინალო ანგარიში დააფიქსირა – 2:2.

ასე და ამგვარად, ესპანეთთან 0:0-ის შემდეგ კაბო ვერდემ ურუგვაისთანაც ფრედ, 2:2 ითამაშა. ჯგუფიდან გასასვლელად კი ბოლო ტურში საუდის არაბეთთან გამარჯვება სჭირდება. კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაშია ურუგვაი – მასაც ორი ფრე აქვს და პლეი ოფში რომ მოხვდეს, ბოლო ტურში ესპანეთი უნდა დაამარცხოს.

ბშ
  • 1
    ესპანეთი ესპანეთი
    2
    1
    1
    0
    4
    4
  • 2
    ურუგვაი ურუგვაი
    2
    0
    2
    0
    0
    2
  • 3
    კაბო ვერდე კაბო ვერდე
    2
    0
    2
    0
    0
    2
  • 4
    საიდის არაბეთი საიდის არაბეთი
    2
    0
    1
    1
    -4
    1

H ჯგუფის დარჩენილი მატჩები:

27 ივნისი, 04:00 | ესპანეთი – ურუგვაი

27 ივნისი, 04:00 | კაბო ვერდე – საუდის არაბეთი

მსგავსი