მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | ინგლისის ნაკრებმა მექსიკა დაამარცხა და მეოთხედფინალში ნორვეგიას შეხვდება [ვიდეო] #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალურ მატჩში ინგლისის ნაკრებმა ერთ-ერთი მასპინძლეი მექსიკა „აცტეკის“ სტადიონზე 3:2 დაამარცხა და მეოთხედფინალში ითამაშებს.
მექსიკის ნაკრები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა და სახიფათო მომენტებიც შექმნა, მაგრამ ინგლისილები მეკარე ჯორდან პიკფორდმა გადაარჩინა. პირველი ტაიმის დასკვნითი მონაკვეთი სანახაობრივი გამოდგა – ექვსწუთიან მონაკვეთში სამი გოლი გავიდა: ინგლისელები ჯუდ ბელინგემის დუბლით დაწინაურდა, რასაც მექსიკამ 42-ე წუთზე კინიონესის გოლით უპასუხა და პირველი ტაიმი ინგლისმა 2:1 მოიგო.
53-ე წუთზე ინგლისის ნაკრების მდგომარეობა გართულდა – ბრიტანელებს კუანსა გაუძევეს, თუმცა რამდენიმე წუთში მათ პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც ჰარი კეინმა ზუსტად შეასრულა და „სამი ლომი“ კვლავ ორი ბურთით გავიდა წინ. რამდენიმე წუთში პენალტის დარტყმის უფლება უკვე მექსიკელებმა მოიპოვეს და ხიმენესმა სხვაობა კვლავ მინიმალური გახადა – 3:2.
აქედან მოყოლებული, ფაქტობივად, ცალკარა თამაში გაჩაღდა, მექსიკა დიდი ძალებით უტევდა, ინგლისი კი თავს იცავდა, რაც საბოლოოდ კარგად მოახერხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ნორვეგიის ნაკრები იქნება – მატჩი 12 ივლისს გაიმართება.