მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | I ჯგუფიდან საფრანგეთთან ერთად ნორვეგიაც გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT

06:02, 23.06.2026

I ჯგუფში ფავორიტებმა სტატუსი გაამართლეს  და ერთი ტურით ადრე გაინაღდეს პლეი ოფის საგზური. საფრანგეთის კვალად ნორვეგიამაც მეორე მოიგო. სკანდინავიელებმა სენეგალს 3:2 აჯობეს. მათ ისტორიაში პირველად მოიგეს ორი მატჩი ერთ მუნდიალზე.

ნორვეგიამ პირველი გოლი 43-ე წუთზე გაიტანა. თავი პედერსენმა გამოიჩინა. ამას მოჰყვა ერლინგ ჰალანდის დუბლი ათწუთიან მონაკვეთში – 48-ე და 58-ე წუთებზე.

სენეგალმა საფრანგეთთანაც დაამტკიცა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ტურისტად არ ჩასულა – იბრძოლა, ორი გოლიც გაიტანა, თუმცა მეტი ვერ შეძლო. დუბლი ისმაილა სარმა შეასრულა (53-ე და 90+3-ე წუთზე).

ასე და ამგვარად, სენეგალი მესამე გამსვლელი ადგილისთვის ბოლო ტურში ყატართან ითამაშებს, ხოლო საფრანგეთი და ნორვეგია პირველი ადგილისთვის იბრძოლებენ.

მსოფლიო ჩემპიონატი. I ჯგუფი
ბშ
  • 1
    საფრანგეთი საფრანგეთი
    2
    2
    0
    0
    5
    6
  • 2
    ნორვეგია ნორვეგია
    2
    2
    0
    0
    4
    6
  • 3
    სენეგალი სენეგალი
    2
    0
    0
    2
    -3
    0
  • 4
    ერაყი ერაყი
    2
    0
    0
    2
    -6
    0

I ჯგუფში მესამე ტურის შეხვედრები 26 ივნისს გაიმართება:

23:00 | ნორვეგია – საფრანგეთი

23:00 | სენეგალი – ერაყი

მსგავსი